ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პოლიციამ საერთაშორისო კრიმინალური სინდიკატის ხელმძღვანელი დააპატიმრა


რუსეთის პოლიციამ საერთაშორისო კრიმინალური სინდიკატის ხელმძღვანელი დააპატიმრა, რომელსაც შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროც ეძებდა.

სემიონ მოგილევიჩი წარმოშობით უკრაინელია, რომელსაც რუსეთის, ისრაელის და უნგრეთის მოქალაქეობაც გააჩნია. ის ოთხშაბათს აიყვანეს მოსკოვში.

ეს კაცი იარაღითა არალეგალურად ვაჭრობდა და ფულის გათეთრების ოპერაციებშიც მონაწილეობდა.

გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით მოგილევიჩმა 10 წლის წინათ პენსილვანიის შტატში ამერიკელი ინვესტორებს 150 მილიონი დოლარი დატყუა.

XS
SM
MD
LG