ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკური ელიტა იწყებს საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას


დღევანდელ დღეს, როდესაც მეტნაკლებად ჩაცხრა პოლიტიკური ვნებათაღელვა, ქვეყნის პოლიტიკური ელიტა უკვე ნელნელა იწყებს საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას, ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ საპროტესტო ტალღა, ასე ვთქვათ ტემპერატურა არ დააგდონ ამ არჩევნებამდე. უკმაყოფილება ისევ ძალიან ბევრია, მაგრამ კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი, ისევ და ისევ სატელევიზიო მედია რჩება. რამდენიმე ხნის წინ მრავალრიცხოვანი მიტინგი გაიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან. გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნა ამგვარად ჟღერდა – დაუბრუნდეს საზოგადოებრივი ტელევიზია ხალხს. ეს ის მოთხოვნა გახლდათ, რომელიც ხელისუფლებამ შეისმინა და გარკვეულ კომპრომისზეც წავიდა. გადაწყდა რომ არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები თავიდან უნდა აირჩეს და ამის შემდეგ დაინიშნოს ახალი დირექტორი. ყოველივე ეს სასიამოვნო სიახლეა, მაგრამ საინტერესოა, რამდენად სამართლიანად გახდა სატელევიზიო მედია საზოგადოების კრიტიკის ობიექტი. ჩვენს კითხვას მედია მკვლევარი ნინო დანელია პასუხობს.

ნინო დანელიავფიქრობ, რომ მედიით უკმაყოფლება სავსებით სამართლიანია. ჩემდა სამწუხაროდ სატელევიზიო მედია ვერ ახერხებს ასახოს სრულად ის რელობა, რომელშიც ქართული საზოგადოება ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ კორექტივები შევიდა ქართულ მედიაში, ის მაინც ჯერ ძალიან შორს არის პროფესიონალიზმისგან. მე გავიხსენებ ერთ-ერთი ამერიკელი მედია მკვლევარის ბენჯამინ პეიჯის მოსაზრებას, ის ამბობს, რომ არ არის ტრაგედია, როდესაც ერთი სატელევიზიო მედია არის სუბიექტური, თუკი მედია სივრცეში არსებობს მეორე, მისი საპირისპირო რიტორიკის მქონე არხი. ასეთ შემთხვევაში მაყურებელს აქვს შესაძლებლობა ორი განსხვავებული სურათიდან, ლოგიკური აზროვნების შედეგად, გამოიტანოს მეტნაკელაბდ სწორი ინფორმაცია. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ მედიაში არსებული სურათი არის პირდაპირი საბაბი იმისა, რომ ხალხი გადის ქუჩაში. ისინი ქუჩაში ცდილობენ მოიპოვონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.

- კომპრომისი, რომელზეც ხელისუფლება წავიდა, კერძოდ კი საზოგადოებრივი მაუწყებლის თავიდან ფორმირება, კიდევ ერთი შანსია იმისა, რომ ჩვენს მიერ განხილული პრობლემა გარკვეულწილად მოგვარებულად ჩაითვალოს.

XS
SM
MD
LG