ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩაქოლვის მეშვეობით სიკვდილით დასჯა ირანში კვლავ ფუნქციონირებს


პატიმართა უფლებების დამცველი ჯგუფი საერთაშორისო ამნისტია, ირანის მთავრობას ჩაქოლვის მეშვეობით სიკვდილით დასჯის გაუქმებისკენ მოუწოდებს. ირანში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ჩაქოლვა ღალატში დადანაშაულებულ დაქორწინებულებს ელით. თეირანი ამტკიცებს, რომ ჩაქოლვის გამოყენება შეჩერებულია.

მაგრამ ცნობილია, რომ ბოლო წლების განმავლობასი რამდენიმე ადამიანი დასაჯეს ასეთი მეთოდის გამოყენებით. საერთაშორისო ამნისტიის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ირანში ჩაქოლვის განაჩენის აღსრულება ცხრა ქალსა და ორ მამაკაცს მოელის.თუმცა ჩაქოლვა გამონაკლის საზარელ მეთოდს არ წარმოადგენს ირანში. მიმდინარე თვის დასაწყისში სამხრეთ ირანის სისტან ვა ბელუჯისტანის მხარეში ქურდობაში ბრალდებულ მამაკაცს მარჯვენა ხელი და მარცხენა ფეხი მოკვეთეს. ეს პროვინცია ძირითადად ბელუჯი უმცირესობითაა დასახლებული, რომლის მიმართაც ირანის მთავრობა ეთნიკურ და რელიგიურ დისკრიმინაციას ახორციელებს.

ირანელმა ნობელის პრემიის ლაურეატმა, ადამიანის უფლებების დამცველმა იურისტმა შირინ ებადიმ ხელ-ფეხის მოკვეთის ფაქტი გააპროტესტა. ქალბატონ ებადის ადამიანის უფლებების დამცველმა ცენტრმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სამწუხაროდ ირანში ადამიანის უფლებების დარღვევა არა მხოლოდ გახშირდა, არამედ სხვა განზომილებაშიც კი გადავიდა:

“ჩვენ ასეთი დასჯის მეთოდების არსებობსი წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა არასდროს შეგვიწყვეტია. მაგრამ მთავრობა ჩვენს პროტესტს უყურადრებოდ ტოვებს”. განუცხადა ჟურნალისტებს ქალბატონმა ებადიმ.

პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთს ექსტრემიზმი ემუქრება, რომელიც ხალხის მიერ საკუთარი მომავლის არჩევის იდეას ვერ ეგუება. ამ ექსტრემისტებს თეირანის რეჟიმი უჭერს მხარს. პრეზიდენტის ერთ-ერთი ბოლო გამოსვლა ირანელებისკენ იყო მიმართული:

“თქვენ ისეთი მთავრობის ყოლის უფლება გაქვთ, რომელიც თქვენს სურვილს შეისმენს. ჩვენ თეირანის რეჟიმს მოვუწოდებთ, რომ ასე მოიქცეს და თქვენ საკუთარ ქმედებაზე ანგარიში ჩაგაბაროთ”. განაცხადა ბატონმა ბუშმა.

“მოვა დღე და ირანში ის მთავრობა გეყოლებათ, რომელიც თავისუფლებასა და კანონიერებას სცემს პატივს. და როდესაც ეს დღე დადგება თქვენ შეერთებულ შტატებზე უკეთესი მეგობარი არ გეყოლებათ”. დაასრულა სიტყვა პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG