ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი ეკონომიკური სტიმულის გეგმას კონგრესთან ერთად განიხილავს


თეთრი სახლი ამერიკის ეკონომიკის “ეკონომიკური სტიმულის” გეგმას კონგრესთან ერთად განიხილავს. გუშინ შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი ჰენრი პოლსონი კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის და უმცირესობის ლიდერს ჯონ ბოენერს ეთათბირა. ბოენერმა განაცხადა, რომ შეხვედრა შედეგიანი იყო. შეხვედრის მეორე რაუნდი დღეისთვისაა დაგეგმილი.

“ეკონომიკური სტიმულის” პაკეტი ას ორმოცდაათ მილიარდ დოლარს მოიცავს. გეგმაში ბიზნესებისა და კერძო პირების გადასახადების შემცირებაც შედის. დემოკრატები მოითხოვენ, რომ გადასახადები ღარიბ მოსახლეობასაც შემსუბუქდეს.

XS
SM
MD
LG