ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა ქალაქ მოსულში


ერაყიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას ქალაქ მოსულის პოლიციის უფროსის და ორი ოფიცრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ინფორმაციით, პოლიციელები ადრე სუნიტებით დასახლებულ უბანში მომხდარი აფეთქების გამოძიებას აწარმოებდნენ, როდესაც მათ პოლიციელის ფორმაში გადაცმული ტერორისტი მიუახლოვდა და თავი აიფეთქა.

პოლიციის უფროსი ბრიგადის გენერალი ფალიჰ მოჰამედ ჰასანი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. პროვინციის გუბერნატორი ჰიშამ ალ-ჰამდანი აცხადებს, რომ სუნიტებით დასახლებულ უბანში მომხდარ აფეთქებას ოცდათოთხმეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ინფორმაციით დაჭრილია ორასზე მეტი კაცი. ჯერ-ჯერობით ნათელი არ არის თუ რამ გამოიწვია ეს აფეთქება.

XS
SM
MD
LG