ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი რეზოლუცია ირანის წინაარმდეგ დამატებითი დამსჯელი ზომების მიღებას არ გულისხმობს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გაეროს მიერ შემუშავებული ახალი რეზოლუცია ირანის წინაარმდეგ დამატებითი დამსჯელი ზომების მიღებას არ გულისხმობს. დღეს მოსკოვში გამოსვლისას სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრისა და გერმანიის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი მხარს უჭერს იმ პროგრესს, რომელსაც ირანმა და საერთაშორისო ატომურმა სააგენტომ მიაღწიეს.

უფრო ადრე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამნენტმა განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი თეირანის დაჯარიმებას ითვალისწინებს და პარალელურად იმ ოფიციალურ პირებს წაახალისებს, რომლებიც ბირთვული პრობლემის დიპლომატირური გზით მოგვარებას შესძლებენ. გერმანისის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმეიერმა არნიშნა, რომ გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი მალე ამ დოკუმენტს გაეროს უშიშროების საბჭოს სრულ შემადგენლობას წარუდგენენ.

XS
SM
MD
LG