ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში ათასობით პალესტინელი გარბის


გუშინ ღამე შეიარაღებულმა პირებმა ღაზას სექტორისა და ეგვიპტის საზღვარზე აღმართული ღობის დაბა რაფას სეგმენტის თითქმის მთლიანად აფეთქება მოახერხეს. დღეს დილით პალესტინელებმა საკვებისა და საწვავის შეძენის მცდელობით საზღვრის გადალახვა დაიწყეს. სურსათისა და საწვავის სიმცირე ისრაელის მიერ ღაზას სექტორის ბლოკადამ გამოიწვია.

ეგვიპტელი მესაზღვრეები და ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს ხალხს საზღვრის გადალახვაში ხელს არ უშლიან. ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა განაცხადა, რომ იგი ჰუმანიტარული მოსაზრებიდან გამომდინარე, პალესტინელებს საზღვრის გადალახვის უფლებას აძლევს. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა არიე მეკელმა განაცხადა, რომ ისრაელს აშფოთებს ღაზა-ეგვიპტის საზღვარზე შექმნილი ქაოსი, ვინაიდან ძალზე ადვილდება ღაზაში იარაღისა და ტერორისტების შეღწევა.

XS
SM
MD
LG