ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენიის დედაქალაქ ნაირობიში დღეს კვლავ ძალადობას ჰქონდა ადგილი


კენიის დედაქალაქ ნაირობიში დღეს კვლავ ძალადობას ჰქონდა ადგილი, მაში როცა იქ გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი მოლაპარაკებებისთვის ემზადება სხვადასხვა პოლიტკური ჯგუფების ლიდერებთან.

კენიიის ნარინჯისფერი დემოკრატიული მოძრაობის ოპოზიციური დაჯგუფების ლიდერები პოლიციელებს შეეტაკნენ, მაშინ როცა მიმდინარეობდა არჩევნების შემდეგ დაღუპული ათობით ადამიანის დაკრძალვის ცერემონია.

პოლიცია კი მათ ცრემლმდენი გაზით დაუპირისპირდა. ოპოზიციამ სატრანსპორტო მოძრაობა ჩაკეტა და პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყო.

ხუთშაბათს ოპოზიცია გეგმავს ქუჩის აქციების გამართვას, პარტიის წარმომადგენლები კი იუწყებიან, რომ თუკი კოფი ანანი ასეთი მოთხოვნით მათ მიმართავს, ისინი აქციებს გააუქმებენ.

XS
SM
MD
LG