ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვოს დამოუკიდებლობა მთელს მსოფლიოში სეპარატისტული მოძრაობების ლეგიტიმიზაციის საფუძველს შექმნის


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა მთელს მსოფლიოში სეპარატისტული მოძრაობების ლეგიტიმიზაციის საფუძველს შექმნის.

რუსეთი, როგორც ცნობილია სერბეთს უჭერს მხარს და კოსოვოს დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგება.

ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობამ შესაძლოა სხვა 200მდე რეგიონს საბაბი მისცეს სუვერენტის მოსაპოვებლად იბრძოლონ, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოში.

კოსოვოს ეთნიკური ალბანური უმრავლესობა სავარაუდოდ დამოუკიდებლობას ცოტა ხანში გამოაცხადებს, მას შემდეგ რაც გაეროს მიერ მხარდაჭერილი მოლაპარაკებები სერბეთსა და კოსოვოს შორის უშედეგოდ დამთავრდა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების განახლებისა და კომპრომისის გამონახვის შემთხვევაში მთელს ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელი გახდება.

XS
SM
MD
LG