ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა ღაზას სექტორის ბლოკადა შეასუსტა


დღეს ისრაელმა ღაზას სექტორის ბლოკადა შეასუსტა. ეს ნაბიჯი ჰამასის მიერ კონტროლებად სექტორსი საკვებისა და საწვავის მიწოდების აღსადგენად გადაიდგა. სექტორის საზღვარი უკვე რამდენიმე საწვავით დატვირთულმა საბარგო ავტომობილმა გადაკვეთა. ეს პირველი საბარგო ავტომობილებია, რომლებმაც საზღვრის გასულ კვირას დაკეტვის შემდეგ შესძლეს ღაზაში შეღწევა.

გაერომ განაცხადა, რომ ღაზას სექტორს ჰუმანიტარული კრიზისი ემუქრება. სწორედ ამ განცხადების გამო გუშინ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა ბლოკადის შესუსტება გადაწყვიტა. საწვავის უქონლობის გამო ღაზაში მოქმედი მთავარი თბოელექტროსადგური გასულ შაბათს შეაჩერეს. შედეგად სექტორში მოსახლე ასი ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დღეს ღაზაში საავდმყოფოების კუთვნილი გენერატორებისთვის გათვალისწინებული საწვავი და ბენზინი შეიტანეს. სექტორში აგრეთვე აჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ორმოცდაათი საბარგო ავტომობილი შევიდა.

XS
SM
MD
LG