ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები


სამხრეთ კაროლინას შტატში დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები გაიმართა. მთავარი კანდიდატები ჰილარი კლინტონი და ბარაკ ობამა დაუნდობლად ეპაექრნენ ერთმანეთს. ერთ ერთი გესლიანი მიმართვის დროს ქალბატონმა კლინტონმა ობამას, იმ დროს როდესაც ეს უკანასკნელი ადვოკატად მუშაობდა, ჩიკაგოელი კრიმინალური ავტორიტეტის ინტერესების დაცვაში დასდო ბრალი.

ობამამ უპასუხა, რომ თვად ჰილარი კლინტონი კი დიდი კორპორაციის უოლ-მარტის ინტერესებს იცავდა. ეს კი ის კომპანიაა, რომელიც პროფსაბჭოების წინააღმდეგ მიმართულ მტკიცე პოლიტიკას ატარებს. ყოფილმა სენატორმა ჯონ ედუარდსმა განაცხადა, რომ მის აზრით ობამასა და კლინტონს შორის დაპირისპირება ამერიკელი ხალხის კეთილდღეობას ვერ წაადგება. მან დაამატა, რომ კამპანია იმას უნდა უკეთებდეს აქცენტს თუ რის გაკეთებას აპირებენ კანდიდატები მომავალში ხალხის საკეთილდღეოდ. სამხრეთ კაროლინაში დემოკრატიული პარტიის პირველადი არჩევნები მომავალ შაბათს ჩატარდება.

XS
SM
MD
LG