ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აქცია ამერიკის საელჩოსთან


მიმდინარე კვირის დასრულებამდე საქართველოს პრემიერი ლადო გურგენიძე განცხადებას გააკეთებს მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილებების შესახებ. ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ პოსტებს შეინარჩუნებენ ძალოვანი , საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრები.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს შეხვედრა გამართა ქართველ ელჩებთან, შეხვედრას 45 დიპლომატი ესწრებოდა, თუმცა გელა ბეჟუაშვილმა ინფორმაცია დიპლომატიურ კორპუსში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ უარყო. საკადრო ცვლილებები ხორციელდება დედაქალაქის მერიაში : გიგი უგულავას ახალი მოადგილე ეყოლება, ვაკე-საბურთალოს გამგებლის ადგილს ისანი-სამგორის გამგებელი გიორგი ქორქაშვილი დაიკავებს და ა.შ.

საკადრო ცვლილებების განხორციელებას პრეზიდენტი რეგიონებშიც გეგმავს, მიხეილ სააკაშვილი რწმუნებულებს რეგიონებშიც შეცვლის...

ასეთი აქტიური საკადრო პოლიტიკის ფონზე ქართული ოპოზიცია პოზიციებს არ თმობს და არჩევნების შედეგების გაპროტესტებას განაგრძობს. გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა და სახალხო პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად დღეს საპროტესტო აქცია აშშ საელჩოს წინ გამართა, თუმცა აქციაზე განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოს მეგობარი და მოკავშირე ქვეყანაა და ამის წინააღმდეგ სახალხო პარტია არ გამოდის. კ.დავითაშვილის თქმით ვაშინგტონის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ვერ გაბედავდა. კ.დავიოთაშვილს კომენტარისთვის მივმართე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რენე ვან დე ლინდერის განცხადებაზე : - ბევრი კრიტიკა მოვისმინეთ 5.01. არჩევნებზე, მაგრამ არ არსებობს ეჭვი მის შედეგებზე... ამაზე კ.დავითაშვილმა ლინდერს რჩევა მისცა ეუთოს დასკვნებს გაეცნოს..

ხალხმრავალ აქციაზე აშშ საელჩოს წინ პარტია სოლიდარობის ლიდერი, ყოფილი პარლამენტის წევრი ანზორ აბრალავა შევნიშნე და გავესაუბრე, რომელმაც თქვა, რომ მისი პარტია ოპოზიციის და ხალხის მოთხოვნებს სოლიდარობას უცხადებს..

აქციის მსვლელობისას ხალხი იყინებოდა, მაგრამ არამც თუ მიდიოდნენ, პირიქით.. აქციის რამდენიმე მონაწილეს გავესაუბრე, რატომ ღებულობდნენ მონაწილეობას საპროტესტო აქციაში ? - ამაზე ისინი პასუხობდნენ, რომ ხმებს არჩევნებზე არავინ უნდა იპარავდეს.. მ.სააკაშვილს არალეგიტიმურად არჩეულს უწოდებდნენ.

XS
SM
MD
LG