ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანისადმი ახალი სანქციების დაწესების საკითხში ერთიანი პოზიცია ჯერაც ვერ იქნა შემუშავებული


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აცხადებს რომ ირანისადმი ახალი სანქციების დაწესების საკითხში ერთიანი პოზიცია ჯერაც ვერ იქნა შემუშავებული. მან ეს განცხადება დღეს ბერლინში გააკეთა სადაც ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ მსჯელობისათვის გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი სახელმწიფოსა და გერმანიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

როგორც ქალბატონმა რაისმა განაცხადა, თუ ვერ იქნა მიღწეული თანხმობა სანქციებზე, სულ მცირე ის მაინც უნდა იქნას მიღწეული რომ რაიმე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას ამ მიმართულებით. ირანი თავის მხრივ ამტკიცებს რომ ესანქციები სულაც ვერ შეუშლის მას ხელს რათა თავისი ბირთვული პროგრამა განავითაროს.

XS
SM
MD
LG