ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენიაში პოლიციამ ცრმელდენი გაზის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია


ეს წინ უძღოდა ნაირობიში გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის კოფი ანანის ჩასვლას. იგი შუამავლის როლს შეასრულებს ოპოზიციასა და მთავრობას შორის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების საკითხში.

კენიაში დღემდე არ ცხრება მღელვარებები რაც 27 დეკემბერს პრეზიდენტ მვაი კიბაკის ამ პოსტზე მეორედ ვადით არჩევას მოჰყვა. ოპოზიციის ლიდერი რაილა ოდინგა ამტკიცებს რომ კიბაკიმ გააყალბა ეს არჩევნები. არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციების დარბევისას 650-ზე მეტი კაცი დაიღუპა. საპროტესტო აქციების აკრძალვის მიუხედავად ოპოზიციას ანანის ვიზიტის დროს მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ააქვს დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG