ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში მეამბოხეებმა 6 ჯარისკავი მოკლეს


არიან დაჭრილები. ამის თაობაზე დღეს განცხადება გააკეთა პაკისტანის შეიარაღებული ძალების რწმუნებულმა. მეამბოხეებმა დღეს განახორციელეს თავდასხმა ქალაქ ლადაში განლაგებულ სამხედრო პოსტზე. ეს უკვე მიმდინარე თვეს მეორე თავდასხმაა ამ პოსტზე. განცხადების თანახმად პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე განახორციელეს საპასუხო დარყმა მეამბოხეთა ობიექტებზე.

საგულისხმოა რომ ეს თავდასხმა ემთხვევა პაკისტანში ამერიკელი ადმირალის ვილიამ ფალონის ჩასვლას სადაც იგი პაკისტანის შეიარაღებული ძალების სარდალს ხვდება. ადმირალმა ფალონმა ამას წინათ განცხადება გააკეთა იმის თაობაზე რომ საჭიროა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკისა და პაკისტანის შეიარაღებულ ძალებს შორის რათა პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე აღიკვეთოს მემაბოხეთა თარეში. ავღანეთის საზღვრის რაიონში ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში შეიარაღებული შეტაკებების ესკალაცია ფიქსირდება. უნდა აღინიშნოს რომ სწორედ იმ რეგიონში მოქმედებს მეამბოხეთა ლიდერის ბაითულა მეჰსუდის დაჯგუფება რომელსაც ბრალად ედება ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობა.

XS
SM
MD
LG