ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუში ეკონომიკის ხელშემწყობ გეგმას აყალიბებს


პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ ახლა, როდესაც შეერთებული შტატების ეკონომიკა ძნელჟამობას განიცდის აუცილებელია გადაუდებელი აქციის გატარება: “ჩვენი ეკონომიკის ზრდის გამოსაწვევად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად, კონგრესმა და ადმინისტრაციამ ეკონომიკის ზრდის პაკეტი რაც შეიძლება სწარაფად უნდა შეიმუშაონ”. სთქვა პრეზიდენტმა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეფექტურობისთვის პაკეტში არა მარტო კომპანიებისა და კერძო პირებისთვის განსაზღვრული საგადასახადო შეღავათები უნდა შედიოდეს, არამედ ძალზე ვრცელიც უნდა იყოს: “იმისათვის, რომ ეს პაკეტი ეკონომიკის დინამიკის ზრდას ეყოს, ის დაახლეობით ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ პროცენტს უნდა წარმოადგენდეს” აღნიშნა ბატონმა ბუშმა. ეკონომისტების თქმით, ეს დაახლოებით ას ორმოცდაათ მილიარდ დოლარს ნიშნავს. ეს თანხები ინდივიდუალურ საგადასახადო შეღავათებს, გაჭირვებულებისთვის სურსათის ვაუჩერების პროგრამის და უმუშევართა დახმარების უზრუნველყოფას შეიძლება მოხმარდეს: “ჩვენ არ სპეციალურად არ გვსურს ამის დაკონკრეტება, ვინაიდან აქ ორი პარტიის შეთანხმებაა აუცილებელი”. ამბობს შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი ჰენრი პოლსონი. პრეზიდენტ ბუშთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, კონგრესის ლიდერები ორპარტიული შეთანხმების სურვილს გამოხატავენ. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და უმცირესობის ლიდერი ჯონ ბოენერი ჟურნალისტებს ესაუბრნენ: “მე მჯერა, რომ პრეზიდენტის სატელეფონო ზარმა დადებითი შედეგი გამოიღო. პრეზიდენტმა გვითხრა, რომ სასტიმულო პაკეტის მიღების საქმეში ჩვენი დახმარებაა აუცილებელი”. სთქვა ქალბატონმა პელოსიმ. “ჩემის აზრით, კანონმდებელთა უმრავლესობამ გაიაზრა ის, რომ პაკეტის მიღება რაც შეიძლება სწარაფად უნდა გადაწყდეს”. სთქვა ბატონმა ბოენერმა. მოელიან, რომ პაკეტში წვლილს შეერთებული შტატების ეროვნული ბანკიც შეიტანს.
XS
SM
MD
LG