ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საზღვარი დაიხურა ყველა სატრანსპორტო საშუალებებისათვის


ისრაელმა დღეს ღაზის სექტორთან დახურა მისი სასაზღვრო პუნქტი. ისრაელის მთავრობამ ამ ზომას მიმართა ჰამასის მიერ კონტორლირებადი ტერიტორიიდან პალესტინელი მემაბოხეების მიერ ისრაელისადმი რეაქტიული ჭურვების დაშენის გამო.

როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა საზღვარი დაიხურა ყველა სატრანსპორტო საშუალებებისათვის. გამონაკლისს მხოლოდ ჰუმანიტარული დანიშნულების ბარგი შეადგენს, რომელიც პირადად ისრაელის თავდაცის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა უნდა დაამტკიცოს. როგორც ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ დღეს ისრაელის ტეროტორიის მიმართულებით რამოდენიმე რეაქტიული ჭურვი გასტყორცნეს.

ამავე განცხადების თანახმად გასული სამი წლის განმავლობაში პალესტინელმა მეამბოხეებმა ასზე მეტი რეაქტიული ჭურვი დაუშინეს ისრაელს. ოფიციალურმა თელავივმა დღეს ავია დარყმებს მიმართა ღაზის ჩრდილოეთში. დაიღუპა ერთი პალეტინელი მეამბოხე. მიმმინარე კვირის განმავლობაში ღაზაში ჩატარებული ავია რეიდების შედეგად 30 პალეტინელი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG