ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანსა და ჩინეთს მსგავსი  პოზიცია აქვთ ირანის ბირთვული პროგრამის საკითხში


“ირანსა და ჩინეთს მსგავსი პოზიცია აქვთ ირანის ბირთვული პროგრამის საკითხში.” აცხადებს ბირთვულ საკითხებში ირანის მთავარი მოთათბირე საიდ ჯალილი.

ეს განცხადება მან პეკინში ჩინეთის მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. როგორც მან თქვა ორივე სახელმწიფოს აზრთა თანხვედრა იკვეთება ისეთ საკითხებში როგორიცაა სანქციები, ბირთვული იარაღის გავრცელება და ყოველი სახელმწიფოს უფლება ბირთვული ენერგია განავითაროს მშვიდობიანი მიზნებისთვის.

ჩინეთი ირანს მოუწოდებს დააკმაყოფილოს გაეროს მოთხოვნები რათა ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებულ დავა-კამათს. აღსანიშნავია რომ პეკინი არ თანხმდება ირანის მიმართ სანქციების გამკაცრებაზე.

მომავალ კვირას გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხი მუდმივი წევრის სახლმწიფოს წარმ,ომადგენლები ბერლინში იკრიბებიან რათა ირანის ბირთვული პროგრანის საკითხის ირგვლივ იმსჯელონ. ამ ფონზე ირანის ოფიციალური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან იმის თაობაზე რომ დღეს ირანმა რუსეთიდან მიიღო ბირთვული საწვავის პირველი პარტია, რომელსაც ბუშერის ატომურ ელექტრო სადგურში გამოიყენებენ.

XS
SM
MD
LG