ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბობი ფიშერი გარდაიცვალა


დღეს ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკის საავადმყოფოში 64 წლის ასაკში გარდაიცვალა ჭადრაკში ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ბობი ფიშერი. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი გარდაცვალების მიზეზის შესახებ შეგახსენებთ რომ 1972 წელს ფიშერმა დაამარცხა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ჭადრაკში ბორის სპასსკი.

1994 წელს იუგოსლავიაში სპასსკისთან გამართულ განმეორებით პაექრობაში მონაწილეობის გამო აშშ-ის მტავრობამ ბობი ფიშერს საერთაშორისო სანქციების დარღვევაში დასდო ბრალი. ფიშერმა უარი თქვა ამერიკის მოქალაქეობაზე და 2005 წელს ისლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად , სადაც ისლანდიის მოქალაქეობა მოიპოვა.

XS
SM
MD
LG