ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანდრო კვიტაშვილი საქართველოს ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა


საქართველოს აღმასრულებელი და საკონმდებლო ხელისუფლება სიტყვიდან საქმეზე გადადის და იწყებს იმ ცვლილებების განხორციელებას, რაზეც არაერთხელ განუცხადებია წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას. პრემიერის, ლადო გურგენიძის განცხადებით, რომელიც მინისტრთა ახალ კაბინენეტს კვლავაც უხელმძღვანელებს, გიორგი არველაძეს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პოსტზე შეცვლის სანდრო კვიტაშვილი, რომელმაც ბოლო 6 წელი აშშ გაატარა. ექს-მინისტრი გ.არველაძე კერძო ბიზნესში გადაინაცვლებს , აცხადებს ლადო გურგენიძე. ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა უარყო დღეს თბილისში აქტიურად მოარული ხმები სახელმწიფო ბიუჯეტში არსებული დეფიციტის შესახებ. მისივე თქმით „სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ხელისუფლების მიერ მოსახლეობისთვის დაპირებული ყველა სოციალური ვალდებულება და ინიციატივა შევასრულოთ. ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო უცხოური ინვესტიციების მობილიზება შემცირდა, თუმცა ფისკალური სამსახურებიდან და ბიზნესსტრუქტურებიდან ნახევარ მილიარდ ლარზე მეტის მობილიზება მოხერხდა“. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით 2007 წლის დეკემბერში მობილიზებული თანხა გასულ წელთან შედარებით 144 მილ. ლარით მეტია. სახალხო ბანკის სათაო ოფისთან დღეს ბრიფინგი ჩაეშალა გაერთიანებული ოპოზიციის წევრს ჯ.ბაღათურიას, მან მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ პენსიები არ რიგდება და რომ ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა, როცა აქციაზე სახალხო ბანკის გენ.დირექტორი თავად ჩავიდა და თქვა, რომ პენსიები რიგდება.. სახალხო ბანკის მმართველმა ასეთი ინფორმაციის გავრცელება პოლიტიკოსების მხრიდან, პროვოკაციად შეაფასა. მიუხედავად იმისა, რომ 20.01. მ.სააკაშვილის ინაუგურაციაა დანიშნული, გაერთიანებული ოპოზიცია 2 ტურის ჩატარებას მოითხოვს; აპროტესტებს არჩევნების შედეგებს თანასწორობის ინსტიტუტი : არჩევნებს გაყალბებულს, გამარჯვებულ პრეზიდენტს არალეგიტიმურს უწოდებს; 20 იანვარს მოსახლეობას საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებს მ.სააკაშვილის წინააღმდეგ ედპ-ის ლიდერი ირაკლი წერეთელი; გაერთიანებული ოპოზიცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის გადადგომას მოითხოვს... პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მ.მაჭავარიანმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები მაისში გაიმართება, წინასაარჩევნო კამპანია კი მარტში დაიწყება. კომენტარისთვის მთავრობის საპარლამენტო მდივანს, გიორგი ხურიოშვილს მივმართე, რომელიც ამბობს : - ქვეყანაში მოქმედებს ერთიანი სამართლებრივი სივრცე, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ როგორც ოპოზიცია, ასევე პოზიცია...
XS
SM
MD
LG