ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხელისუფლება სერიოზული ცვლილებებისთვის ემზადება


პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით სერიოზული ცვლილებები მოხდება როგორც სამთავრობო, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასა და მომავალ საპარლამენტო გუნდში. ნ.ბურჯანაძის თქმით განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად ხელისუფლება ოპოზიციას თანამშრომლობის ხელს უწვდის და მასთან კონსულტაციებს აგრძელებს.. დღეს დაასრულეს საარჩევნო დავების განხილვა ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედმა სასამართლოებმა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პარტია თავისუფლების, ბადრი პატარკაციშვილის, შალვა ნათელაშვილის, პედაგოგთა და მეცნიერთა კავშირის სარჩელები დაკავშირებით რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გაბათილებასთან. სასამართლოს გადაწყვეტილებით ყველა სარჩელი იყო დაუსაბუთებებლი. შესაძლოა აღმასრულებელ ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობები ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაიკავონ , დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გრძელდება. არის თუ არა მოსალოდნელი ხელისუფლების შეთავაზება ლეიბორისტებმაც მიიღონ ? - კომენტარისთვის ლეიბორისტული პარტტიის ერთ-ერთ ლიდერს, პაატა ჯიბლაძეს მივმართე, რომელიც ასეთ შეთავაზებას გამორიცხავს... მესამე დღეა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი თბილისის კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. როგორ გრძნობს თავს საქართველოს მთავარი ლეიბორისტი, შალვა ნათელაშვილი ? პაატა ჯიბლაძის თქმით შ.ნათელაშვილის ავადმყოფობა საარჩევნო კამპანიის მძიმე დღეების შედეგია
XS
SM
MD
LG