ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამოცი წლის წინ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის საყოველთაო უფლებების დეკლარაცია მიიღო.


პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ სწორედ ამ დეკლარაციის სტანდარტები უნდა განსაზღვრავდეს. სხვადასხვა ქვეყნების ქმედებას: “ეს დეკლარაცია ადამიანის თავისუფლებების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს. დეკლარაცია ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობის და კაცობრიობის თანასწორუფლებიანობის განსაზღვრით იწყება. ეს დეკლარაცია მთელს მსოფლიოში თავისუფლებისა და სამართლიანობის დამყარების საფუძველს წარმოადგენს”. აღნიშნა პრეზიდენტმა. გასული წლის მიწურულს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებების დეკლარაციის დარღვევის გამო, ირანის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო და გამოხატა შეშფოთება ირანში ადამიანის უფლებბების დარღვევის გამო. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ირანში სისტემატიურად ირღვევა ადამიანის უფლებები და იზღუდება ირანელთა კუთვნილი თავისუფლებები. რეზოლუციაში ლაპარაკია იმ სულ უფრო მზარდ ჩაგვრასა და დევნაზე, რასაც ირანის რელიგიური თუ ეთნიკური თუ სხვა უმცირესობები განიცდიან. აქ ნათქვამია, რომ დაპატიმრებები, რეპრესიები და იმ ქალთა დაპატიმრება და მისჯა, რომლებიც მათ კუთვნილ მშვიდობიანი თავყრილობის უფლებას იყენებდნენ აღმაშფოთებელია. აქვე აღნიშნულია, რომ მშვიდობიანი თავყრილობის, საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის თავისუფლებები, მათ შორის პრესაც და პროფკავშირებსაც კი სისტემატიურად და სერიოზულად ეზღუდებათ. აქვე ნათქვამია, რომ ირანსი პოლიტიკურ ოპონენტებს საზოგადოების ყველა სფეროში სდევნიან. გაეროს რეზოლუციაში მოყვანილია ირანში პატიმართა წამების და მათდამი სასტიკად და არაადამიანურად მოპყრობის მტკიცებულების მქონე მაგალითები. ასეთ მაგალითებად გაროზგვისა და ამპუტაციის შემთხვევებიცაა დასახელებული. რეზოლუციაში არნიშნულია, რომ ირანის მთავრობა სისტემატიურად არღვევს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს. პრეზიდენტმა ბუშმა მიუთითა იმ ფაქტზე, რომ ძველი სპარსეთის მეფემ კიროს დიდმა, რომელიც ირანს ორი ათას ხუთასი წლის წინ მართავდა, ადამიანის ინდივიდუალური უფლებების დამცავი, მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი კანონმდებლობა შემოიღო. ბატონი ბუშის თქმით, შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ მოვა დღე, როდესაც ირანის ხალხი იგემებს იმ თავისუფლებებს, რომლებიც ნამდვილად ეკუთვნის.

XS
SM
MD
LG