ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძალიან ბევრი გამარჯვებები გველოდება  ! - აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე


საქართველო უპირველეს ყოვლისა ! ძალიან ბევრი გამარჯვებები გველოდება ! - ასე მიმართა დღეს საზოგადოებრივ ტელევიზიასთან შეკრებილ მხარდამჭერებს ლევან გაჩეჩილაძემ. აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გაერთიანებულმა ოპოზიციამ გამართა მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ დღეს ოფიციალური განცხადება გააკეთა : არხის სამეთვალყურეო საბჭოს პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტების შესახებ. ნ.ბურჯანაძის თქმით ეს ნაბიჯი იდგმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყების მზაობის კონტექსტში. აქციაზე ტელევიზიასთან პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის ძმას, მომღერალ გიორგი გაჩეჩილაძეს გავესაუბრე, რომელიც ამბობს, რომ დღეს მნიშვნელოვანი რამ მოხდა : საზოგადოებრივი არხი ისევ საზოგადოებას დაუბრუნდა... გაერთიანებული ოპოზიციის დღევანდელ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა ახალმა მემარჯვენეებმა მიიღეს. ახლების ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა კაციტაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება უნდა დათმოს იმ რეიტინგის შემდეგ რაც მას გააჩნია... საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილება არხის რეორგანიზაციის შესახებ დადებითად შეაფასა, ოპოზიციის კრიტიკას არაობიექტურობის შესახებ არ ეთანხმება და ამბობს, რომ თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო პარტიული ნიშნით დაკომპლექტება, იგი სამსახურს დატოვებს. სახალხო

დამცველის სოზარ სუბარის განცხადებით არ არის საკმარისი სამეთვალყურეო საბჭოში მხოლოდ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ნდობით აღჭურვილი პირები შედიოდნენ, აუცილებელია მასში საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლობა. ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის, ჰამლეტ გეგიას თქმით მთლიანად სზოგადოებრივი ტელევიზია პოლიტიკისგან უნდა გათავისუფლდეს...

XS
SM
MD
LG