ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო რესპუბლიკური პარტიის შიდაპარტიული პირველადი არჩევნების მომავალმა ეტაპმა მიჩიგანში გადაინაცვლა


წინა ეტაპზე, რომელიც ნიუ ჰემფშირის შტატში ჩატარდა სენატორმა ჯონ მაკკეინმა გამარჯვებას მიაღწია. ახლა იგი აქტიურად ემზადება მიჩიგანში დაგეგმილი ეტაპისთვის. ექსპერტები თვლიან, რომ მიჩიგანის შტატში გამარჯვების შემთხვევაში მაკკეინი რესპუბლიკელთა ლიდერი კანდიდატი შეიძლება გახდეს. მაგრამ მას არკანზასისა და მასაჩუსეთსის შტატების ყოფილი გუბერნატორები მაიკ ჰაკაბი და მიტ რომნი უწევენ მეტოქეობას. ჰაკაბიმ არკანზასის შტატში ჩატარებულ არჩევნების პირველ ტურში მიაღწია გამარჯვებას. მიჩიგანში კანდიდატები ინდუსტრიასტან დაკავშირებულ პრობლემებზე გააკეთებენ აქცენტს. მაკკეინმა მიჩიგანელ გულშემატკივრებს განუცხადა, რომ ის სამუშაო ადგილები, რომლებიც მიჩიგანში გაუქმდა ალბათ აღარასოდეს აღდგება:

“მე დაგეხმარებით ახალი სამუშაო ადგილების და სასწავლო პროგრამების შექმნაში. მე ვეცდები, რომ ხალხი დასაქმებული იყოს და, რომ მათ ნათელი მომავალი ჰქონდეთ. მე ვეცდები, რომ ნათელი მომავალი დავუსახო მიჩიგანის შტატს”. სთქვა ბატონმა მაკკეინმა.

მაკკეინს მხარს ზომიერად განწყობილი კონსერვატორები და დამოუკიდებელი ამომრჩევლები უჭერენ. ყოფილი ბაპტისტი მღვდელი ჰაკაბი კი თვლის, რომ იგი მიჩიგანის მუშათა, კონსერვატორ ევანგელისტებისა და აბორტის მოწინააღმდეგეების მხარდაჭერას მოიპოვებს:

“მე მთელი სულითა და გულით მჯერა ამ ქვეყნის ერთი ფუნდამენტური იდეისა, რომ ჩვენ ყველას სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთ”. განაცხადა მან.

მასაჩუსეთსის შტატის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი დარწმუნებულია, რომ მის მშობლიურ მიჩიგანში სადაც მამამისი გასული საუკუნის სამოციან წლებში გუბერნატორი იყო თავად გაიმარჯვებს. რომნი საწარმო სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და ეკონომიკის აღდგენის პირობას იძლევა:

“მე მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდოლებასა და ამ შტატისადმი სიყვარულს, არსებული რეცესიისა და მიჩიგანის წარმატებული მომავლის მშენებლობას მოვახმარ”. სთქვა ბატონმა რომნიმ.

ბევრი ექსპერტი თვლის, რომ რომნიმ მიჩიგანში აუცილებლად უნდა მიაღწიოს წარმატებას თუ არ სურს, რომ რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა მას კამპანიის შეწყვეტისკენ მოუწოდონ:

“მე ვთვლი, რომ რესპუბლიკელთა შორის მაკკეინს წარმატების ყველაზე დიდი შანსი აქვს. თუმცა მგონია, რომ შიდაპარტიული სრბოლა ჯერ კიდევ კარგახანს გასტანს”. გვეუბნება ვაშინგტონის ბრუკინგსის ინსტიტუტის წარმომადგენელი თომას მანი და ამატებს, რომ მიჩიგანში მცხოვრები ომების ვეტერანები ხმას ალბათ მაკკეინს მისცემენ.

მაკკეინის, რომნისა და ჰაკაბის კამპანიების სტრატეგიების განმსაზღვრელები თვლიან, რომ მიჩიგანი კანდიდატებს დიდ ძალას მისცემს, შემდეგ ეტაპზე ჩრდილოეთ კაროლინაში ბრძოლისათვის.

XS
SM
MD
LG