ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში მეამბოხეებმა პოლიციის საგუშაგოზე მიიტანეს იერიში


ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, თალიბმა მეამბოხეებმა ყანდაარის პროვინციაში მდებარე პოლიციის საგუშაგოზე განახორციელეს თავდასხმა, დაიღუპა 8 პოლიციელი. მეზობელ ჰელმანდის პროვინციაში კი, ხელისუფლების განცხადებით, კამიკაძე ტერორისტმა თავი აიფეთქა. ინციდენტის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, დაშავდა 4 სხვა ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ამ ფონზე, ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ დღეს მომხდარ ბრძოლებშI ორი ჰოლანდიელი ჯარისკაცი გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG