ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში კორკორანის ხელოვნების გალერეაში ფოტოგრაფ ენ ლაიბოვიცის   გამოფენა მიმდინარეობს


ვაშინგტონში კორკორანის ხელოვნების გალერეაში ფოტოგრაფ ენ ლაიბოვიცის გამოფენა, სახელწოდებით 1990-2005 წლებში ფოტოგრაფის ცხოვრება მიმდინარეობს.

35 წლის გამოცდილების შემდეგ ენ ლაიბოვიცი ფოტოგრაფიას ჩვეული ენთუზიაზმით ეპყრობა.

უცნაურ ვითარებაში აღმოვჩნდი, ამ თაობის აღიარებული ფოტო-პორტრეტისტი ვარ, მაგრამ ისეთივე ენთუზიაზზმით ვაგრძელებ ამ საქამიანობას, როგორც 35 წლის წინ .

გამოფენის გახსნაზე აღიარა ლაიბოვიცმა. მისი ფოტო-პორტრეტები ისეთი ცნობილი ჟურნალების ყდებზე იბეჭდებოდა როგორიცაა Rolling Stone, სადაც იგი 1970 წლიდან 1983 წლამდე მუშაობდა, Vanity Fair, სადაც იგი აი უკვე უკანასკნელი 25 წელია მუშაობს.

როდესაც ჩატარდა კონკურსი უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში 40 საუკეთესო ჟურნალის ყდის გამოსავლენად, ენ ლაიბოვიცი ფოტოებმა პირველი და მეორე ადგილი დაიკავეს. 1981 წლის ჟურნალ Rolling Stones-ის ყდისთვის გადაღებული ლენონისა და იოკო ონოს ფოტო ენიმ სწორედ იმ დღეს გადაიღო როდესაც ჯონ ლენონი მოკლეს.

1991 წელს ჟურნალ VaniTy Fair-ის ყდაზე დაიბეჭდა 7 თვის ფეხმძიმე , დედიშობილა დემი მურის ფოტო, სადაც მსახიობს მხოლოდ ბრილიანტის საყურე და ბეჭედი ამშვენებს, ფოტომ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

ფოტოს მიზანი არ ყოფილა უკმაყოფილება და სენასაცია გამოეწვია. ამას აღვიქვამდით უბრალოდ როგორც ძალიან ლამაზ მოვლენად და ნამდვილად არ ვიყავით მზად ასეთი რეაქციისთვის.

ეს ფოტო პორტრეტი სტუდიაში გადაიღო ფოტოგრაფმა, თუმცა ენი ადამიანის გარეგანი სამყაროს სრულად აღქმას ამჯობინებს.

მე მიყვარს ადამიანის გარემომცველი სამყარო, ყოველთვის მაინტერესებდა რით არიან ადამიანები დაკავებულები და როგორ ხარჯავენ დროს. აღტაცებული ვარ როდესაც ადამიანები ზედმიწევნით უდგებიან თავიანთ საქმიანობას. ეს მე მგონი დასაფასებელია. ამიტომაც ჩემს ფოტო პორტრეტებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გარემომცველ სამყაროს.

ენის ერთერთი საყვარელი ფოტო ბალერუნის მიხეილ ბარიშნიკოვის

ფოტო პორტერეტია. იგი ფლორიდაში, ოკეანის ნაპირზე ქორეოგრაფი მარკ მორისის ახალი ქორეოგრაფიული დადგმის რეპეტიციის დროს არის გადაღებული.

ამ ფოტოს ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი არის ის რომ მარკ მორისმა ეს ცეკვა ბარიშნიკოვისთვის შექმნა. მიუხედავად იმისა რომ ცნობილ ბალერუნს მუხლებმა დიდი ხანია უმტყუნეს, მარკმა ნახტომის პოზაში მყოფ ბარიშნიკოვს რობ ბესერერი მიუვლინა რომ იგი სცენაზე ხელში აყვანილი გაეტარებინა.

მიუხედავად იმისა რომ ენი თავს ფოტო-ჟურნალისტად არ თვლის გამოფენა ცხადყოფს რამდენიმე ფოტო რეპორტაჟსაც, მათ შორის 1995 წლის ოჯეი სიმსონის სასამართლო პროცესი, 11 სექტემბრისა და 1993 წელს სარაიევოში მძვინვარე ომის ფოტოები.

თავს ვიკავევდი სარაევოში ომის ფოტოების გამოფენაზე და წიგნში ჩართვით, არ მინდოდა ამ ფაქტით ყურადღების ცენტრში მოხვედრა, თითქოსდა აი ომში ვიაყავი და აი ასე შემდეგ, მაგრამ სინამდვილე სინამდვილე, მე მართლაც ვიყავი ომში.

ერთერთი ფოტო სარაევოში ვიზიტისას არის შავ-თეთრი ფოტო მიწაზე დაგდებული ველოსიპედისა. ველოსიპედის ბორბლის ირგვლი თაღის ფორმის შავი ლაქაა დაფიქსირებული.

ჩემს თვალწინ შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა პატარა ბიჭის ველოსიპედზე. ჩემი მანქანით წავიყვანე ეს ბიჭი საავადმყოფოში, მაგრამ სამწუხაროდ იგი გზაში გარდაიცვალა.

ენი სარაევოში მის მეგობარს სუზან სონტაგს გაჰყვა, რომელიც 2004 წელს ძუძუს კიბოთი გარდაიცვალა. სწორედ მეგობრის დაკარგვამ შთააგონა ფოტოგრაფს მისი მოღვაწეობის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება; გამოფენა და წიგნი სახელწოდებით ფოტოგრაფის ცხოვრება-1990 –2005 წლებში.

მინდოდა მომემზადებინა სამახსოვრო წიგნი სუზანის საპატივცემულოდ, გადავათვალიერე ჩემი პირადი ფოტოები, გადავხედე რა ამ ფოტოებს ჩემს წინ გადაიშალა მთელი ჩემი ცხოვრება და მივხვდი თუ რა იღბლიანი ვარ.

გამოფენაზე და წიგნში აღბეჭდილია ენის მშობლების, დების, ძმების შვილების ფოტოები. ენი ამაყობს თავისი შემოქმედებით, მაგრამ მისი პირადი ცხოვრების სააშკარაოზე გამოტანას მომავალში აღარ აპირებს.

როდესაც ჩემს შვილებთან ერთად ვარ, ფოტოაპარატს ხელსაც არ ვკიდებ. ამჟამად უბრალოდ მათთან ერთად მინდა ვიყო.

ფოტოგრაფი ამბობს რომ წიგნში და გამოფენაზე აღბეჭდილია ის თუ ვინა არის ენ ლებოვიჩი, და არა მისი შემოქმედება.

XS
SM
MD
LG