ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული ოპოზიცია არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ეთანხმება


ეს იყო კარგი არჩევნები ! - ასე შეაფასა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც დღეისათვის არსებული ოფიციალური მონაცემებით მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა. ევროკავშირმა ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში მოუწოდა პატივი სცენ არჩევნების შედეგებს, კონსტრუქციული და დემოკრატიული პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდა.

თბილისში კი მოვლენები შემდეგნაირად ვითარდება : პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ თანაგუნდელებთაბ, ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრებთან ერთად ცსკოს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს და მისი გადადგომა მოითხოვეს. საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად 5 იანვრის არჩევნებს სამართლიანი არჩევნები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ახალი თაობა-ახალი ინიციატივა აკვირდებოდნენ. მათ შესაბამისად აქვთ 170, 230 და 40-მდე საჩივარი წარდგენილი საარჩევნო კომისიებში. საჩივრები 8 დღის ვადაში სასამართლომ უნდა შეისწავლოს.

აღნიშნულ საკითხებზე ექსპერტი ალექსანდრე რონდელი გვესაუბრება, რომელიც ამბობს, რომ უნდა დაველოდოთ საჩივრების გარჩევის შედეგებს და მხოლოდ ამის შემდეგ ვთქვათ იყო თუ არა გაყალბება. თუმცა ა.რონდელი არჩევნებს დადებითად აფასებს, მისივე თქმით ეს იყო პირველი არჩევნები საქართველოს ისტორიაში, როცა იყო ნამდვილი კონკურენცია.

XS
SM
MD
LG