ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეჰუდ ოლმერტმა ღაზას სექტორში ახალი საომარი ოპერაციის დაწყება არ გამორიცხა


ისრაელის პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის განცხადებით პალესტინელი მეომრების წინააღმდეგ ღაზის სექტორში შესაძლოა ახალი საომარი კამპანია წამოიწყოს მას შემდეგ რაც ხელახლა დაიბომბა რაკეტებით ისრაელის ტერიტორია. ამის შესახებ ბრძანება უკვე გასცა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაქმა. დღეს ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორში ერტი პალესტინელი მოკლეს, რომელიც იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა საიდანაც ისრაელის მიმართულებით რაკეტებს ისროდნენ. მომავალ კვირას ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტია დაგეგმილი. ამასთან დაკავშირებით ისარელის პრემიერ-მინისტრი და პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი კონსულტაციების გამართვას აპირებენ.
XS
SM
MD
LG