აშშ დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ბარაკ ობამამ და რესპუბლიკელმა კანდიდატმა მაიკ ჰაკაბიმ აიოვას შტატში ჩატარებულ პირველად არჩევნებში წარმატებას მიაღწიეს.
ობამამ, რომელიც ამერიკის სენატორია ილინოისის შტატიდან, დემოკრატიული პარტიის კანდიდატები-ჯონ ედვარდსი და ყოფილი პირველი ლედი სენატორი ჰილარი ქლინტონი დაამარცხა.
აიოვაში ედვარდსმა მეორე, ხოლო ქლინტონმა მესამე ადგილი დაიკავეს ხმების რაოდენობის მიხედვით.
ობამა პირველი შავკანიანია, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე აცხადებს პრეტენზიას. მისი გამოჩენა წინა-საპრეზიდენტო კამპანიაში ცვლილების შემოტანის სურვილს მოასწავებს ამერიკის პოლიტიკაში.
ვარაუდობენ, რომ ცვლილებას მოიტანს ყოფილი არკანზასის გუბერნატორი მაიკ ჰაკაბიც, რომელიც წამყვან რესპუბლიკელ კანდიდატად სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. მისი განცხადებით, ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში და მთავრობის შემადგენლობაში ახალი სიტყვაა საჭირო.
ჰაკაბიმ, თავისი გამარჯვებით აიოვას შტატში, განაცვიფრა მეორე რესპუბლიკელი კანდიდატის მიტ რომნის მხარდამჭერები. რომნიმ, როგორც ცნობილია, ბევრად გადააჭარბა დახარჯული ფინანსების რაოდენობით სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებს.