ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის ჯარისკაცებმა ღაზაში ჰამასის ორი მებრძოლი მოჰკლეს


ისრაელის ჯარისკაცებმა ღაზაში ჰამასის ორი მებრძოლი მოჰკლეს. ჰამასის განცხადების თანახმად ღაზის სექტორში კერძოდ დაბა ბეიტ ჰანუმში დღეს შეიარაღებულ შეტაკებას ჰქონდა ადგილი ისრაელის ძალებთან. ისრაელის შეიარაღებული ძალების პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეს მებრძოლები ისრაელის შეიარაგებული ძალების ოპერაციის დროს დახოცეს, რომლის მიზანი იყო ჰამასის თვითნაკეთი სარაკეტო დანადგარების მოსპობა.

ღაზის სამხრეთში ისრაელის ძალებსა და მეამბოხეებს შორის მომხდარი შეტაკებისას დაიღუპა ცხრა პალესტინელი, მათშორის ხუთი მშვიდობიანი მოსახლე. თვითმხილველთა თქმით ისრაელი ძალებმა ტანკებისა და სამხედრო შეულმფრენების საშუალებით რამოდენიმე შენობა გაანადგურეს, სადაც ისრაელის განცხადებით მეამბოხეები იარაღს იანახავდნენ.


XS
SM
MD
LG