ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში დააკავეს ადამიანი, რომელიც ავრცელებდა ხმებს თითქოს პუტინზე თავდასხმა იგეგმებოდა


ირანიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, თეირანშI დააკავეს ადამიანი, რომელიც ავრცელებდა ხმებს, თითქოს ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თეირანში ვიზიტისას მასზე თავდასხმა მზადდებოდა.

ირანის ფარსის საინფორმაციო სააგენტო აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ეს ადამიანი დააკავა. თუმცა დაკონკრეტებული არ ყოფილა ის თუ რა არხებით ხდებოდა ამ ჭორის გავრცელება. დაკავებული ადამიანი, როგორც ცნობილი გახდა, სატელეკომუნიკაციო კომპანიის თანამშრომელია.

თავად პუტინმა კი რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ იგივე ინფორმაციას თეირანში მისი ვიზიტის ჩაგდების მცდელობა უწოდა.

ამ ფონზე, ირანმა უარყო ის ვერსია, რომ ეს ჭორი შესაძლოა მოსკოვსა და თეირანს შორის ურთიერთობების გაუარესებას ისახავდა მიზნად.

XS
SM
MD
LG