ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნები 18-ი თებერვლისთვის გადადო


პაკისტანის საარჩევნო კომისიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები, რომელბიც თავიდან იანვრის პირველ რიცხვებში იყო დაგეგმილი, 18 თებერვლისთვის გადაიდო. ამის მიზეზად საარჩევნო კომისიის თანამშრომლები იმ ძალადობას ასახელებენ, რომელიც ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის შემდეგ მოედო მთელს პაკისტანს.

საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა არჩევნების გადადების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა. მან პაკისტანის პოლიტიკურ პარტიებს მიმართა დაემორჩილონ ამ გადაწყვეტილებას.

ამ ფონზე, ბენაზირ ბჰუტოს ოპოზიციური, ისევე როგორც ყოფილი პრემიერ მინისტრის ნავაზ შარიფის პარტიები ითხოვენ, რომ არჩევნები დაგეგმილ დროს, 8 იანვარს გაიმართოს.

პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი ერს დღეს მოგვიანებით ტელევიზიით მიმართავს.

პაკისტანის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნების გადადება აუცილებელი იყო, რამეთუ საარჩევნო უბნები ბევრ ადგილას გადაწვეს, ამომრჩეველთა სიები კი გაანადგურეს ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის შემდეგ.

XS
SM
MD
LG