ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2008 წლის მოლოდინში


დღეს ქართული საზოგადოება არა მხოლოდ, რიგით, მომდევნო ახალ წელს ელის. ამჯერად, განცდა იმისა, რომ შესაძლებელია, ახალი 2008 მართლაც რადიკალური ცვლილებების, სიახლის მომტანი აღმოჩნდეს, გაცილებით მძაფრია ვიდრე ოდესმე. იმისათვის, რომ სრულყოფილად გადავიდეთ ახალ წელიწადში, ალბათ მიზანშეწონილი იქნება მიღებული გამოცდილებიდან, ნოემბრის მოვლენებიდან გამომდინარე, შეძლებისდაგვარად განვსჭვრიტოთ ის პერსპექტივა რომელიც ჩვენს წინაშე უკვე ძალიან მალე შეიძლება იყოს.. ჩვენს კითხვას, პოლიტიკური ექსპერტი გია ნოდია პასუხობს: რა სავარაუდო ცვლილებებს უნდა ველოდოთ და შეგვიძლია თუ არა ჩავთვალოთ, რომ ნოემბრის მოვლენები ქართულ პოლიტიკაში, საქართველოში ერთგვარი გარდამტეხი პერიოდი იყო.

გია ნოდიამემგონი შეგვიძლია ცალსახად ჩავთავლოთ, რომ ეს არის გარდამტეხი პერიოდი, მაგრამ ჯერ არ ვიცით რისკენ? რა იქნება ამის შემდეგ? შეიძლება ეს არის ავტორიტარიზმისკენ შემობრუნება, შეიძლება პირიქით - უფრო მოწიფული სახელმწიფოსკენ შემოტრიალება აღმოჩნდეს. აგრეთვე, წელს არის ის სიახლე, რომ პირველად ვატარებთ საპრეზიდენტო არჩვენებს შედარებით კონკურენტუნარიან პირობებში. ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა. აქამდე ყველამ, ყოველთვის იცოდა ვინ იქნებოდა პრეზიდენტი და საპრეზიდენტო არჩევნები იყო ცარიელი ფორმალობა.

- მოხდა თუ არა ეს გარდატეხა ქართულ საზოგადოებაში. უკანასკნელი მოვლენების დროს, ქართულმა საზოგადოებამ დიდი აქტივობა გამოიჩინა, მაგრამ ამავე დროს ჩნდება მეორე პრეტენზია, მუდმივად ისმის ასეთი შინაარსის ბრალდება, საზოგადოება ძალიან პოლარიზებულია. არის თუ არა, ამგვარი შეფასება სწორი?

გია ნოდიაპრობლემა იმაშია თუ როგორ უნდა გამოვლინდეს ეს პოლარიზაცია. თავისთავად პოლარიზაცია იწვევს შეშფოთებას, იმიტომ რომ არ ვართ შეჩვეულნი, რომ ადამიანებს შეიძლება ქონდეთ განსხვავებული პოზიცია და აგრეთვე, თუ რასა და რას შორის არის ეს პოლარიზაცია. არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც მიშას ვერ იტანს და არის მეორე ნაწილი, რომელიც თვლის რომ მიშა იდეალური არ არის, მაგრამ მაინც არაუშავს. ეს არის განწყობები, მაგრამ ამის იქით ვერც კი მიდის საუბარი.

- შესაძლებელია ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ის ფაქტორი აღმოჩნდეს, რომ საზოგადოებამ დაიჯეროს - ყოველი ხელისუფალი მის ხელშია და მისი მთავარი მიზანი უნდა იყოს იდეისთვის ბრძოლა და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისათვის. იმედი ვიქონიოთ, რომ მომდევნო 2008 წელს საზოგადოებრივი აქტივობა, კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება ვიდრე ეს დღემდე იყო. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით.

XS
SM
MD
LG