ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნებამდე 4 დღე დარჩა


რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებამდე 4 დღე დარჩა. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით კატეგორიულად გააფრთხილა მაღალჩინოსნები ხელი არ შეუშალონ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას. მისივე თქმით პირი, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობას დაარღვევს, უმკაცრესად დაისჯება კანონის თანახმად. საგანგებო განცხადება გააკეთა ასევე შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა : მოუწოდა პოლიციელებს არ ჩაერთონ საარჩევნო პროცესში და არ მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში. თუნდაც დიდი თანხით იყოს დაფინანსებული საქართველოში არეულობა, სახელმწიფო მის გაკონტროლებას შეძლებს ! - განაცხადა ძალოვანმა მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის. ამავე დროს საგანგებო განცხადება გააკეთა საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით გამყრელიძის საარჩევნო შტაბის უფროსმა მამუკა კაციტაძემ. განაცხადა, რომ 3 400 000 ამომრჩევლიდან, რომლებიც სიაში არიან შეყვანილი, 51 000 საქართველოში არ იმყოფება, ხოლო 52 000 ამომრჩეველი სიაში განმეორებულია. ახალი მემარჯვენეების თქმით ყოველივე მეშვიდე ამომრჩეველი გამოგონილი პირია. რას პირდება ამომრჩევლებს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით გამყრელიძე ?! უპირველეს ყოვლისა იმას, რომ საქართველოს მოსახლეობა რეფერენდუმის გზით თვითონ გადაწყვეტს, როგორი სახელმწიფოს მოწყობა სურს : იქნება ეს საპარლამენტო რესპუბლიკა, თუ საპარლამენტო მონარქია.. ჩვენ არ გავყიდით საბავშვო ბაღებს - სკოლებს-უმაღლეს სასწავლებლებს, ბიბლიოთეკებს-მუზეუმებს-საავადმყოფოებს... ჩვენ გავაუქმებთ სავიზო რეჟიმს და ეკონომიკურ ემბარგოს რუსეთთან, სოდს, კუდს, სიკვდილის ბრიგადებს... ჩვენ დავადგენთ დენის, გაზის, წყლის, ტელეფონის სამართლიან ტარიფს - აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით გამყრელიძე, რომლის მისამართით წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას გაისმა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან ფრაზა : კონსტრუქციული ოპოზიცია ! რაც ელექტორატის ნაწილმა კომპლიმენტად შეაფასა, ნაწილმა პირიქით.. თავად დავით გამყრელიძე რას ფიქრობს, ამომრჩეველთა რა პროცენტი უჭერს მას მხარს ? ამ კითხვაზე იგი პასუხობს, რომ ამას არჩევნები აჩვენებს, ხოლო რაც კონსტრუქცივიზმს ეხება, მისივე თქმით საქართველო როგორც არასდროს საჭიროებს კონსტრუქციულ პოლოტიკას, რაც მას სტაბილურობას მოუტანს...
XS
SM
MD
LG