ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის მმართველი პარტია აცხადებს, რომ არჩევნები შეიძლება გადაიდოს


პაკისტანის მმართველი პარტია აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნები შეიძლება გადაიდოს. პაკისტანის მმართველი პარტია აცხადებს, რომ 8 იანვრისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნები შეიძლება რამდენიმე თვით გადაიდოს. მმართველი პარტიის “პაკისტანის მუსლიმთა ლიგის” წარმომადგენელმა ტარიკ აზიმმა აღნიშნა, რომ ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის მიერ გამოწვეული არეულობის გამო, არჩევნები შეიძლება სამი თვით გადაიდოს. პაკისტანის საარჩევნო კომისია არცევნების ვადის დასანიშნავად, ხვალ საგანგებო შეხვედრას მართავს. ამ დროს კი ოპოზიციის ლიდერმა ნავაზ შარიფმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ბჰუტოს პარტია არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გადაწყვეტს, იგი არჩევნების ბოიკოტირებაზე იფიქრებს. ბენაზირ ბჰუტოს “პაკისტანის სახალხო პარტიის” წევრები დღეს ახალი ლიდერის ასარჩევად შეიკრიბნენ. შესაძლებელია, რომ ამ პოსტზე ბჰუტოს ცხრამეტი წლის ვაჟი ბილალვალი აირჩიონ.
XS
SM
MD
LG