ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შრი ლანკის დასაქმების მინისტრი მძევლად აიყვანეს


შრი ლანკის დასაქმები მინისტრი სახელმწიფო ტელესადგურის თანამშრომლებმა მას შემდეგ აიყვანეს მძევლად რაც მინისტრი და მისი მომხრეები ტელევიზიის შენობაში შეიჭრნენ და ტელესადგურის დირექტორს დაესხნენ თავს.

მინისტრი პირადად მივიდა ტელესადგურის შენობაში რათა გაეპროტესტებიან ის ფაქტი რომ წინადღეს მის მიერგაკლეთებული განცხადება არ გავიდა ეთერში.

აღშფოთებულმა ჟურნალისტებმა მოახერხეს მინისტრისა და მისი ამალის პატარა ოთახში რამოდენიმე საათით დაკავება. იგი მანამ არ გაათავისუფლეს სანამ საჯაროდ არ მოიხადა ბოდიში ტელესადგურზე ზეწოლის მცდელობისათვის.

იგი პოლიციას გადასცეს და გაიყვანეს შენობიდან. ტელე ეთერში იმდღესვე გავიდა ვიდეო რეპორტაჟი რომელშიც ასახული ის თუ როგორ გაჰყავთ წითელ მელანში ამოთხვრილი მინისტრი შენობიდან და როგორ უშენენ პოლიციის მანქანას ქვებს ტელესტუდიის თანამშრომლები.ეს პირევლი შემთხვევა არ არის როდესაც შრი ლანკის დასაქმების მინისტრი სკანდალს მიმართავს ინფორმაციის გავრცელების საშუალებათა ჟურნალისტების მიმართ.

XS
SM
MD
LG