ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოკლეს ბენაზირ ბჰუტო


ტერაქტის შედეგად გარდაიცვალა პაკისტანის ყოფილი პრემიერ მინისტრი და ოპოზიციის ლიდერი ბენაზირ ბჰუტო.

პაკისტანისა და დასავლეთის საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან რომ ქალბატონი ბჰუტო პაკისტანის დედაქალაქთან, ისლამაბადთან კამიკაძე ტერორისტის მიერ საარჩევნო დემონსტრაციის დროს განხორციელებული თავდასხმისას მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ქალბატონი ბჰუტო 54 წლის იყო.

აფეთქებისას სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა. ქალბატონი ბჰუტო ქალაქ რავალპინდში, პარკში თავმოყრილ ხალხს მიმართავდა როდესაც აფეთქება გაისმა

პოლიციის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად შეიარაღებულმა პირებმა დემონსტრაციის დროს ცეცხლი გაუხსნეს ყოფილი პრემიერ მინისტრის ნავაზ შარიფის მხარდამჭერებს, რის შედგადაც გარდაიცვალა 4 ადამიანი. არიან დაჭრილები.

შარიფის მომხრეები აცხადებენ რომ თავდასხმა პრეზიდენტ პერვეზ მუშარაფის პარტიის წევრების მიერ იქნა განხორციელებული. თუმცა პაკისტანის ოპოზიციური პარტიის ”მუსლიმთა ლიგის” წარმომადგენლები უარყოფენ ბრალდებას.

შეგახსენებთ რომ ოქტომბერში პაკისტანის ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბენაზირ ბჰუტოს ავტოკოლონაზე ქალაქ კარაჩიში კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებული თავდასხმისას ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG