ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში კომპრომატების ომი მიმდინარეობს !


ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, ფარული ჩანაწერების გამოააშკარავებამ ხელისუფლების მხრიდან, კომპრომატების ორმხრივმა ომმა, ქართული საზოგადოება მძიმედ ჩააფიქრა. გააოგნა. დღეს ტელეკომპანია „იმედი“ 6 აქტიურმა , შეიძლება ითქვას, წამყვანმა ჟურნალისტმა დატოვა, თუმცა განაცხადეს, საზოგადოებას თხოვნით მიმართეს მათ ნაბიჯს პოლიტიკური ინტერპრეტაცია არ მიეცეს ?!

ხელისუფლება ოპოზიციას ბადრი პატარკაციშვილთან კავშირში ადანაშაულებს, ოპოზიცია ხელისუფლებას ზეწოლაში, სატელეფონო ტერორში.. კობა დავითაშვილის თქმით სატელეფონო მუქარებში ეკლესია და მოძღვრის სახელებია ნახსენები. ოპოზიციამ მთავრობას 3-დღიანი ვადა მისცა მუქარის ავტორის ვინაობის დასადგენად.

რას ნიშნავს ეს კომპრომატების ომი? ხალხი ერთმანეთს ეკითხება - რა ხდება ? - მეც ამ კითხვით სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტს, თემურ იაკობაშვილს მივმართე, რომლის თქმით ეს არ არის კომპრომატების ომი, ეს არის ძალიან კვალიფიციურად ჩატარებული სპეცოპერაცია სამართალდამცავების მიერ, რომლებმაც გამოავლინეს სახელმწიფო შეთქმულება.

XS
SM
MD
LG