ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალისტთა პირველი ფორუმი თბილისში


თბილისში დღეს ჟურნალისტთა პირველი ფორუმი გაიმართა, რომელსაც 500-ზე მეტი ჟურნალისტი , ასევე დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ცნობილმა ჟურნალისტებმა იმსჯელეს თემებზე : ქართული მედია დღეს - სად ვართ და რა გვინდა?! ; ჟურნალისტთა უფლებები საქართველოში - ბრძოლა თავისუფალი სიტყვისთვის; მედია და პოლიტიკა; მედია და ხელისუფლება - როგორ და რა ფორმით ცდილობს ხელისუფლება მედიიდ შეზღუდვას?!

- მედიის შესახებ საქართველოში ყველა ლაპარაკობს გარდა თავას ჟურნალისტებისა;

- თავზე ლაფი დაგვასხეს, როცა იმედი დაარბიეს;

- ჟურნალისტები ზოგი ამ მახარეს, ზოგიც იმ მხარეს დგას; - ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ ფორუმზე ჟურნალისტები. დეკლარაციაში , რომელსაც 500-ზე მეტმა ჟურნალისტმა მოაწერა ხელი, 13 ძირითადი პრინციპია ჩამოთვლილი : მოვლენათა გაშუქებისას ხელმძღვანელობა საკუთარი სინდიდით და სხვა... ფორუმის ორგანიზატორს, ჟურნალისტთა საერთაშორისო კავშირის „ობიექტივის“ ხელმძღვანელს, ირმა ინაშვილს გავესაუბრე, რომელიც ამბობს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ მოსვისთანავე ხელისუფლებაში პირველი დარტყმა ჟურნალისტიკას მიაყენა..“ჟურნალისტს თუ აქვს პრეტენზია იყოს გულწრფელი, ვაჟკაცობაა საჭირო..“.

ფორუმს მათ შორის ესწრებოდა იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი თარგამაძე. იგი სწორედ მოხსენებით გამოდიოდა, როცა ცნობილი გახდა ყველა ქართული ტელეარხის მიერ გავრცელებული გენერალური პროკურატურის მიერ ფარული ჩანაწერები, სადაც ვალერი გელბახიანი ფარულ მოლაპარაკებებს მართავდა შსს მაღალჩინოსანთან ერეკლე კოდუასთან : ბადრი პატარკაციშვილის ფინანსური დახმარებით არჩევნების მეორე დღეს, 6 იანვარს შეთქმულების შესახებ. გავრცელებულ ჩანაწერებში რამდენჯერმე გაჟღერდა გიორგი თარგამაძის გვარი ვალერი გელბახიანის მიერ. გ.თარგამაძემ ფორუმი მაშინვე დატოვა, დეპუტატი უკვე გენპროკურატურამ ამ საქმეში ეჭვმიტანილად სცნო...

როგორც მაყურებლისთვის ცნობილია, ფარული კამერით მუშაობს სტუდია რეპორტიორის ხელმძღვანელი ვახტანგ კომახიძე. მისივე თქმით ფარული ჩანაწერი კანონის სრული დაცვით უნდა ხორციელდებოდეს ხელისუფლების მიერ, აუცილებელია სასამართლოს სანქცია.

XS
SM
MD
LG