ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეჰუდ ოლმერტმა გამორიცხა მოლაპარაკებების წარმართვა ჰამასის ლიდერებთან


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა გამორიცხა ყოველგვარი მოლაპარაკებები ჰამასის წარმომადგენლებთან და განაცხადა რომ კვლავაც განახორციელებს სამხედრო ოპერაციებს ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ ღაზის სექტორში. ბატონი ოლმერტის განცხადებით ღაზაში ისრაელის არმიასა და ტერორისტულ დაჯგუფებებს შორის ნამდვილი ომი მიმდინარეობს. ისარელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით იმ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დაჭერას რომლებიც საერთაშორისო სამშვიდობო გეგმის წინააღმდეგ გამოდიან არავითარი აზრი არა აქვს. საერთაშორისო საზოგადოება კი ჰამასისგან ისრაელის სახელმწიფოს ცნობას და შეიარაღებული წინააღმდეგობის შეწყვეტას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG