ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცსკ-ომ საარჩევნო სიების ბეჭდვა დაიწყო


ცსკ-ომ დაიწყო დღეს საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არცევნების და პლებისციტის ბიულეტენების ბეჭდვა. პლებისციტისთვის ბიულეტენების დაბეჭდვის პროცესს დააკვირდებიან 5 წევრი სამართლიანი არჩევნებიდან, ახალი-თაობა, ახალი ინიციატივიდან 3 წარმომადგენელი და თავად ცსკ-ოს 2 წარმომადგენელი ეყოლება დამკვირვებლად.

რამდენი ამომრჩეველი ჰყავს რეალურად საქართველოს ? რამდენი ბიულეტენი დაიბეჭდება ? - ამ და სხვა საკითხებზე სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელი კახა სოფრომაძე გვესაუბრება და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიებთან დაკავშირებით არის შენიშვნები, სიები ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით დაიბეჭდება, დაახლოებით 3 მილიონ 300 ათასის ფარგლებში. თუმცა, კ.სოფრომაძის თქმით სიების დაზუსტება კვლავ დგინდება. სიების კომპიუტერული დამუშავება არჩევნებამდე 12 დღით ადრე უნდა დასრულდეს და გამოიკრას. ამის შემდეგ, სამართლიანი არჩევნების განცხადებით, არანაირი შესწორებების შეტანა საარჩევნო სიებში აღარ შეიძლება.

XS
SM
MD
LG