ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

Human Rights Watch-მა ანგარიში გამოაქვეყნა


ადამიანის უფელბათა დამცველმა ორგანიზაციამ Human Right Watch-მა 7 ნოემბერს თბისლისში მთავრობის მხრიდან დემონსტრატების ძალის გამოყენებით დაშლისა და ტელევიზია “იმედის” დარბევასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში სახელწოდებით “ზღვარს გადასვლა: საქართველოში დემონსტრატების ძალის გამოყენებით დაშლა და ტელეკომპანია “იმედის” დარბევა” 102 გვერდიანია და იგი ხელისუფლების მიერ საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელევიზია “იმედში შეჭრის ფაქტებს დეტალურად აღწერს

გუშინ, 20 დეკემბერს სასტუმრო”ქორთიარდ მარიოტში” ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაცია Human Right Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფიელბის დირექტორის მოადგილემ ჯეინ ბიუქანანმა და Human Right Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების მკვლევარმა გიორგი გოგიამ ამ ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს.

XS
SM
MD
LG