ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიდევ ერთ ტერაქტს ჰქონდა ადგილი პაკისტანში


ქვეყნის ჩრდილოეთში ერთერთ მეჩეთში კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად 50-ზე მეტი კაცი დაიღუპა. არიან დაჭრილები. მეჩეთი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის აფტარბ შერპაოს საცხოვრებელი კომპლექსის შორიახლოს არის განლაგებული. ტერორისტებმა აფეთქება მუსლიმთა დღესასწაულ ეიდ ალ ადჰასთან დაკავშირებულ ლოცვას დაამთხვიეს.

როგორც პოლიცია აცხადებს ტერორისტი მლოცველებს შორის, კერძოდ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის უკან იდგა, როდესაც თავი აიფეთქა. აფტარბ შერპაო სასწაულებრივად გადარჩა. პაკისტანის პრეზიდენტმა პერვეზ მუშრაფმა დაჰგმო ტერაქტი და ძალოვან სტრუქტურებს დაავალა დააკავოს ტერაქტის ორგანიზატორები. შერპაოს მიმართ ეს უკვე მეორე ტერაქტია. იგი პრეზიდენტ მუშარაფის მოკავშირეა და მომავალ თვეს საპარლამენტო არჩევნებში იყრის კენჭს.

XS
SM
MD
LG