დღეს საერთაშორისო ორგანიზაციამ “ჰიუმან რაიტს ვაჩმა” განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ თვეს მოწყობილი დემონსტრაციის დარბევის დროს გადაჭარბებული ძალა გამოიყენა.
დღეს საერთაშორისო ორგანიზაციამ “ჰიუმან რაიტს ვოჩმა” განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ თვეს მოწყობილი დემონსტრაციის მონაწილეთა მიმართ გადაჭარბებული ძალა გამოიყენა, როდესაც პოლიციამ დაარბია დემონსტრაცია და დახურა დამოუკიდებელი სატელევიზიო არხი.
“ჰიუმან რაიტს ვოჩი” აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ მშვიდობიანი დემონსტაციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით, ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. “ჰიუმან რაიტს ვოჩმა” შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს მოუწოდა, რომ მათ საქართველოს პასუხი მოსთხოვონ 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით.