ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ნატოს ერთგული დარჩება


5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე პლებისციტის კითხვა იქნება : თანახმა ხართ თუ არა საპარლამენტო არჩევნები 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს? გვახსოვს, რომ ხელისუფლების ინიციატივა იყო ასევე დასმულიყო კითხვა საპარლამენტო არჩევნების შემოდგომაზე ჩატარების თაობაზე. ცსკ-ომ კიდევ ერთი კითხვა დაამტკიცა : უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ?

სახელწოდებით „ჩვენ ვირჩევთ ნატოს ! ყველანი არცევნებზე!“ - ნატოს საინფორმაციო ცენტრმა დღეს თბილისში, ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ შემეცნებით შეხვედრა გამართა თბილისის უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტებთან, შეხვედრის მიზანი იყო ნატოს შესახებ 5 იანვარს დაგეგმილ პლებისციტის მნიშვნელობის ახსნა. შეხვედრა სუფთა ჰაერზე გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დღეს თოვდა და ყინავდა, თუმცა სიცივეს ხელი არ შეუშლია დამსწრეთ დიდი ინტერესით მოესმინათ ექსპერტების თემურ იაკობაშვილის, კობა ლიკლიკაძის გამოსვლები..

კითხვით, მ.სააკაშვილის არჩევნებზე დამარცხების შემთხვევაში ქართველი ხალხი ნატოზეც უარს ხომ არ იტყვის ? ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძვანელს ნანუკა ჟორჟოლიანს და ექსპერტს თემურ იაკობაშვილს მივმართე. თ.იაკობაშვილის თქმით ეს საკითხი არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი. ნ.ჟორჟოლიანმა კომენტარისგან თავი შეიკავა, რათა სტატუსიდან გამომდინარე პოლიტიკური მოტივირება არ დაბრალდეს.

XS
SM
MD
LG