ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეპარატისტული სოხუმი ქართველ მოსახლეობას ემუქრება


სეპარატისტული სოხუმი ქართველ მოსახლეობას ემუქრება ! საქართველოში წინასაარჩევნო ციებ-ცხელება მიმდინარეობს, საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე აღნიშნავენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალები წინასაარცევნო კამპანიის მსვლელობისას მნიშვნელოვან იარაღად ელექტორატზე ზემოქმედების ურთიერთბრალდებებს იყენებენ. ამ დროს ვითარება ქვეყნის კონფლიქტურ ზონებში შემდეგია :

აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერმა ხაჯინბამ საჯაროდ განაცხადა, რომ ვინც აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს და უარს იტყვის აფხაზეთის მოქალაქეობის მიღებაზე, იძულებულნი გახდებიან დატოვონ აფხაზეთის ტერიტორია. გარდა ამისა, საქართველოს ორივე კონფლიქტურ რეგიონში, აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონში, ჩეჩნური ბატალიონები გადაისროლეს...

აღნიშნულ საკითხებზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თამაზ ხუბუა გვესაუბრება, რომელიც ამბობს, რომ აფხაზეთში უხეშად ირღვევა ქართველი მოსახლეობის ადამიანის უფლებები და რომ ეს პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება, იმიტომ რომ გალის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას დიდი სურვილი აქვს არჩევნებში მონაწილეობის მიღების.

XS
SM
MD
LG