ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო კრიზისული ჯგუფი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს ზეწოლა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე


გუშინ ვაშინგტონის ბრუკინგსის ინსტიტუტში შეერთებული შტატების გავლენიანი სენატორი ინდიანას შტატიდან რიჩარდ ლუგარი სიტყვით გამოვიდა. სიტყვა უშიშროებასა და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხებოდა. სენატორმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისთვის ენერგიის უშიშროებას უპირველესი მნიშვნელობა აქვს. ბატონი ლუგარის თქმით აუცილებელია არსებული ენერგომატარებლების უშიშროების უზრუნველყოფა, ახალი რუსეთის გავლენიდან თავისუფალი სადენების გაყვანა და ალტერნატიული საწვავის შემუშავება. გამოსვლის შემდეგ ჩვენ რამდენიმე კითხვით მივმართეთ სენატორს. სენატორო ლუგარ რას გვეტყოდით საქართველოს შესახებ შეერთებული შტატების სენატის მიერ მიღებული 13 დეკემბრის რეზოლუციის შესახებ? ვკითხეთ ჩვენ სენატორს. ეს რეზოლუცია მე შევამზადე და ბევრმა სენატორმა მოითხოვა რეზოლუციის კოპიო შესასწავლად. განაცხადა სენატორმა. მისი თქმით ეს იმას აღნიშნავს თუ რა სერიოზულობით ეკიდებიან ამერიკელი კანონმდებლები საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რას მოელიან, რომ მხარს უჭერენ საქართველოში დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და იმედი აქვთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. ასევე აუცილებელია, რომ საქართველოში ხელისუფლების მაკონტროლებელი და დამაბალანსებელი ინსტიტუტები განვითარდეს. „ახალგაზრდა დემოკრატიის ინსტიტუტები ჯერაც ჩანასხ სტადიაშია და მათ ფაქიზად გამოზრდა ესაჭიროება. მოგვახსენა სენატორმა ლუგარმა. მისი ღრმა რწმენით აუცილებელია, რომ საქართველოში სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდეს. „ამერიკა ძალზე დაინტერესებულია საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ასეც მოხდება და ყველა ვინც ამ პროცესში იქნება ჩართული სინდისიერად მოიქცევა. გვითხრა ბატონმა ლუგარმა. ესეიგი თქვენ არცევნების ჩატარებას ოპტიმისტურად უყურებთ? ვკითხეთ ჩვენ სენატორს. „დიახ მე დარწმუნებული ვარ, იმაში რომ საქართველოსი თავისუფალი არჩევნები ჩატარდება. მე მჯერა, რომ ამ არჩევნებს მთელი მსოფლიო დააკვირდება და ჩვენ იმის საბაბი გვექნება, რომ ვამტკიცოთ ის, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების როლი იზრდება”. გვიპასუხა სენტორმა ლუგარმა. შარშან ამერიკის ხმის ნაწილის დახურვაზე იყო საუბარი. სენატორო როგორ თვლით, საქართველოსთან მიმართებაში არსებული და სხვა მსგავსი სიტუაციებიდან გამომდინარე შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს ამერიკის ხმის დაფინანსება თუ ამერიკის ხმის გადაცემებმა უნდა იარსებოს? ვკითხეთ ჩვენ სენატორს. „არა. მე ვთვლი, რომ ამერიკის ხმის არსებობას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ბუნებრივია, მასთან ერთად ჩვენ მნიშვნელოვანი ძალების დარაზმვაც გვმართებს, ამერიკის ხმა სწორედ ამ ძალების ერთ ნაწილს წარმოადგენს და ცვენ ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. მაგრამ ჩვენ ამაზე ბევრად უფრო მეტის გაკათება მოგვეთხოვება”. დაასრულა ჩვენთან საუბარი სენატორმა რიჩარდ ლუგარმა.
XS
SM
MD
LG