ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვოს სიტუაცია შეიძლება უკონტროლო კრიზისში გადაიზარდოს


ოფიციალურმა რუსეთმა განაცხადა რომ კოსოვოს მიერ სერბეთიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებას კრიზისის გამოწვევა ძალუძს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, ის რომ კოსოვოს სიტუაცია შეიძლება უკონტროლო კრიზისში გადაიზარდოს. რუსეთი სერბეთს უჭერს მხარს და კოსოვოს დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგება. რუსეთის წარმომადგენელმა კოსოვოში ალექსანდრ ბვოსტან-ხარჩენკომ დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ პროვინციაში საპოლიციო მისიის განხორციელების გადაწყვეტილება კანონიერი ვერ იქნება გაეროს მხარდაჭერის გარეშე.

გაეროს უშიშროების საბჭომ კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხი მიმდინარე კვირას უნდა განიხილოს.

XS
SM
MD
LG