ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბალიში კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ჩასვლას გეგმავს, სადაც კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. მისი თქმით ყოვლად დაუშვებელია კონფერენციის უშედეგოდ დამთავრება.

საერთაშორისო კონფერენციიის დელეგატები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და მიიჩნევენ რომ ევროპის და შეერთებული შტატების წარმომადგენლები შეთანხმდებიან სათბური გაზების პრობლემასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის გარემოს დაცვის მინისტრის სტავროს დიმასის განცხადებით ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული, რომელიც სავარაუდოდ კონფერენციის დასკვნით დოკუმენტშიც აისახება.

ევროკავშირი განვითარებულ ქვეყნებს სათბური გაზების 25-დან 40%-მდე შემცირებას ურჩევს 2020 წლისთვის, რაც შეერთებული შტატების ძლიერ წინააღმდეგობას იწვევს.

კონფერენციის მასპინძელმა ინდონეზიამ კომპრომისული წინადადება წამოაყენა, რომლის მიხედვით 2050 წლისთვის სათბური გაზების ემისია ატმოსფეროში 50% უნდა შემცირდეს.

XS
SM
MD
LG