ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბნენ კოსოვოს მიმართ საერთო პოზიციის შემუშავების მიზნით


კოსოვოს დამოუკიდებლობის მიმართ სერბეთის პოზიციის შესარბილებლად ევროპლები მას ევროკავშირში დაჩქარებული ტემპით გაწევრიანებას პირდებიან.

ევროკავშირის წევრები საბერძნეთი, ესპანეთი და სლოვაკეთი შიშობენ, რომ კოსოვოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭება სეპარატისტების გაძლიერებას გამოიწვევს მთელს მსოფლიოში.

ევროკავშირის ლიდერებმა გარკვეული გეგმა შეიმუშავეს, რომელიც კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ მის აღიარებას ითვალისწინებს გერმანიის , საფრანგეთის, იტალიის და ბრიტანეთის მიერ. მხოლოდ ამის შემდეგ აღიარებენ კოსოვოს დამოუკიდებლობას შეერთებული შტატები და ევროკავშირის სხვა სახელმწიფოები.

XS
SM
MD
LG